logo
ENG



გირჩი "ქართულ ქარტიაზე": ამ დოკუმენტს ჩვენი ხელმოწერა არ ექნება

27 მაი 202413:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/27/beonv5qc5jkupbm.jpg

გირჩი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ პარტიის წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს. 

მისი თქმით, დოკუმენტში არის პუნქტები, რასაც მისაღებია, თუმცა ნაწილზე კითხვის ნიშნები აქვთ, ამიტომ, როგორც ხელმომწერებს, ასევე, პრეზიდენტს დისკუსიას სთავაზობენ. 

"ჩვენ მთელ ამ პროცესში არც ვმონაწილეობდით, ფაქტობრივად გუშინ ვნახეთ ეს ბოლო დოკუმენტი, ამიტომ, ვთავაზობთ, გნებავთ ხელმომწერებს, გნებავთ პრეზიდენტს, რომ გავმართოთ დისკუსიები.  ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაიმე კონტრაქტზე ხელმოწერას სთხოვენ, უფლება აქვს გამოთქვას შენიშვნები და მოისმინოს არგუმენტები.

აქ არის პუნქტები, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, არის პუნქტები, სადაც კითხვის ნიშნებია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, გახდეს ეს დოკუმენტი უკეთესი. თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება შესაბამისობაში სხვების მოსაზრებებთან, ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, არც ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის", - განაცხადა ხვიჩიამ. 

ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. ამ დროისთვის გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ქარტიას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება.


close დახურვა